რეზონანსი
22.08.2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოში 2009-2022 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველ დიაგრამას, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, უცხოურმა ინვესტიციებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მიაღწია, რაც დიაგრამაზეც არის ნაჩვენები.

ექსპერტი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნულის მიღწევა ღარიბაშვილის მთავრობამ, კოვიდით გამოწვეული კრიზისის შემდეგ შეძლო.

"ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა. ეს მიღწევა განსაკუთრებით დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ღარიბაშვილის მთავრობამ დააღწია თავი კოვიდის უმძიმეს კრიზისს და ქვეყანა ამოიყვანა ჭაობიდან," - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×