
თბილისში მოზარდი აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა. დედა სოციალურ ქსელში მძიმე პოსტს აქვეყნებს:
“მეგობრებო ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. მადლობა ვინც მომისამძიმრეთ, ვინც პირადში მომწერეთ, ძალას რომ მივიკრებ, დაგიბრუნდებით, ვინც მოხვედით და ვინც აპირებთ.
რამდენიმე ვერსია შემხვდა დღეს ინტერნეტში, რომ სუიციდი იყო, რომ მთვრალი მძღოლი დაეჯახა და არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია ძალიან გთხოვთ!
სამწუხაროდ, ნიკა გადმოვარდა ჩვენივე აივნიდან, მე-9 სართულიდან და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისე, რომ ხვალ წესს აუგებენ. მოიხსენეთ ნიკოლოზი ვისაც შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა”, – წერს სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდსი ნიკოლოზ ხავთასის დედა.
ნიკოლოზი სკოლა „ქორალის“ მოსწავლე იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე