რეზონანსი
22.08.2023

კემეროვოს რაიონის მეჟდურეჩენსკში ოჯახურმა ჩხუბმა სერიოზული სახე მიიღო: საჭესთან მჯომმა გაბრაზებულმა ქალმა ქმარს მანქანა დაარტყა, ის კაპოტზე ავარდა და მანქანა მთელი სისწრაფით დაეჯახა სხვა მანქანას. შემთხვევის ადგილიდან ვიდეო SHOT-მა გაავრცელა.

ტელეგრამის არხის ცნობით, წყვილს შორის სკანდალი დაიწყო, რომლის მოგვარებაც ვერ მოხერხდა. ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ სახლიდან წასვლის დრო იყო, მაგრამ ქმარმა სცადა მისი შეკავება და მანქანას წინ გადაუდგა. შედეგად ქალმა მანქანა დაძრა, ქმარს დაეჯახა, მამაკაცი კი მანქანის კაპოტზე ავარდა. მერე მანქანა შუქნიშანთან მდგარ მაზდას დაეჯახა. მამაკაცი, რომელიც შეჯახების დროს ორ მანქანას შორის მოხვდა, შეჯახების შედეგად გზაზე დავარდა. ახლა ის რეანიმაციაშია, განრისხებული ქალი კი პოლიციაში.

რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×