რეზონანსი
21.08.2023

„ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მოსკოვი-თბილისის რეისზე იმყოფებოდა.

აღნიშნულით ის „ხალხის ძალის" წევრს ზურაბ ქადაგიძეს გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და ხაზარაძეს კითხვით მიმართა, თუ „რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე".

„გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, „სელფისაც" დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში",- წერს ხაზარაძე და ბილეთებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ მამუკა ხაზარაძისთვის აეროპორტში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და მას კითხვით მიმართა, თუ „რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე".

„ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ",- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×