|

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია განცხადების შეტანა და ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს აუდიტის სამსახურსაც და ანტიკორუფციულ ბიუროსაც. „მე ვიცი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია ამ ქვეყანაში, ეს არის წყალგაუვალი ჭეშმარიტება. ნებისმიერი ლიდერი, ნებისმიერი პარტია უნდა ემორჩილებოდეს ნაციონალურ კანონმდებლობას. ეს არ არის საარჩევნო კანონმდებლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მოტანილი თემა.ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობის ხანაშია დანერგილი პრინციპი, რომ გამორიცხულია ქვეყნის გარედან შემოტანილი სახსრებით და საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობა. ეს ჩვენი დანერგილი არაა. ვფიქრობ, აქ უკვე მრავალი წელია, კანონმდებელმა პასუხი გასცა წუხილს, რომელიც საზოგადოებაში იყო. არც ერთი ქვეყნიდან, არც ერთი გაუკუღმართებული გზით შემოსული არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის გამორიცხული და ეს ასე იქნება ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ამ ორგანიზაციის მიერ განცხადების შეტანას, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია განცხადების შეტანა და ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს აუდიტის სამსახურსაც და ანტიკორუფციულ ბიუროსაც, რომლის მოვალეობაა პირველი სექტემბრიდან ამგვარ საქმეებზე შესაბამისი მოკვლევის ჩატარება. მგონი, ამ ქვეყანაში ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ სოკოებივით მომრავლდა ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამგვარი ორგანიზაციების ანგარიშებზე უამრავი თანხა ირიცხება და შემდეგ ეს თანხები საარჩევნო და პარტიულ მიზნებს ხმარდება“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|