რეზონანსი
19.08.2023

თათია კობალაძეს კორონავირუსის ახალი შტამი, EG.5 დაუდასტურდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

,,აგერ, ამ დიაგნოზით ვწევარ ინფექციურში, რით არ დასრულდა ეს კოვიდი და მისი შთამომავლობა", - წერს თათია კობალაძე.

მისივე თქმით, კოვიდის ქვეშტამს ჰაერის უკმარისობა, ხველა, სიცხე, სახსრების ტკივილი ახასიათებს.

მომღერალი ამბობს, რომ ახალი შტამი ჯერ შვილს, შემდეგ კი მას დაუდასტურდა. კობალაძე ბათუმის კლინიკაში მკურნალობს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×