
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით აკო ჯაიანი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„კიდევ ერთხელ ახდილი ცა დედის კივილით... კიდევ ერთი ტრაგედია... კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი.
აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტეპენდიანტი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა.
ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია..." - წერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ მოზარდზე სკოლის პედაგოგი ნუნუ სილაგავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე