ია აბულაშვილი
16.08.2023

პარლამენტში შოვის ტარაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმანსთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს და ყველა საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებას ანონსებს. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაღაც აქვს დასამალი.

"საგამოძიებო კომისიასთან ერთად, გამოვიყენებთ ზედამხედველობის აბსოლუტურად ყველა საპარლამენტო ინიციატივას, რათა ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად მორღვეულია ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე"- აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ოპოზიცონერი დეპუტატი შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის ინიციატივას შეუერთდება.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხებს: რატომ არ მოხოდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი; რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოების დახმარება. რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ამერიკისგან ორ სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე...

ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივაში პოლიტიკურ მიზნებს ხედავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად ასპარეზების შექმნის მცდელობაა, თუმცა, ოპოზიციის შიგნითაც არ აქვთ ერთიანი პოზიცია.

"ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, ყველას თავისი სურვილისამებრ შეუძლია იმუშაოს. იმ ფონზე, როდესაც აშკარად ჩანს ამ ტრაგედიაზე ქულების დაწერის მოტივაცია, რომ რაღაც ფორმით ოპოზიციაში მთავარ ამოცანად საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილების სურვილია, ასეთ ფონზე მთლად დამაჯერებელად არ გამოიყურება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად შეიქმნას ახალი ასპარეზები" - აცხადებენ მმართველ გუნდში.

ანალისტიკოსთა შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის უარი კომისიის შექმნაზე გარკვეულ ეჭვებს აჩენს და აზარალებს "ოცნებას". ნაწილის აზრით, კი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნებამდე კომისიის შექმნის მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

ექსპერტი პეტრე მამრაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ითხოვს ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას;

"რატომ ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმანას, ამის მიზეზი არის რამდენიმე. საგამოძიებო კომისია აძლევთ საშუალებას გამოიყენონ თვიანთი სტატუსი, გავლენა მოახდინონ იმ ადამიანებზე, რომლებსაც დაიბარებენ. გააკეთონ ხმაურიანი განცხადებები. მეორე, არის პიარი, კომისიის ნებსიმიერ სხდომაზე რასაც იტყვიან, შეუძლიათ გააპიარონ, ეს იქნება მათთვის ინტენსიური პიარის პლათფორმა.

"ჩვენ რომ გვყავდეს ეროვნული ინტერსების მატარებელი და საქმის მცოდნე ოპოზიცია, მე ვიქნებოდი პირველი მომხრე შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, მაგრამ, სინანულით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიცია რომელიც მხოლოდ დეზინფორმაციას ავრცელებს.

"მათი მთავარი ტაქტიკა არის სხვას ტალახი ესროლოს. ამის გამო კი იკარგება ექპერტების დასაბუთებული კრიტიკა. "ოცნება" თუ არ მოინდომებს კომისიის შექმნას, მართალიც იქნება, ხომ იციან, რომ ჭეშმარიტების დასადგენად არ ქმნიან ამ კომისიას, არამედ ქმნიან ბინძური მიზნებისთვის. კარგია რომ გახარიას ჯგუფი გაეცალა ამ სიბინძურეს"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა გაუჭირდება და სხვა ოპოზიცონერ დეპუტატებს ვერ დაითანხმებს.

"ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს შოვის ტრაგედია, ესენი არიან ჩასაფრებული გიენები. ერთი სული აქვთ, რაიმე საბაბი მიეცეთ, რომ თავს დაესხან ქვეყანას. მათი "ნათელი" მიზანია, შეცვალონ ხელისუფლება.

"სახელმწიფო სტრუქტურები დღე და ღამეს ასწორებენ ტრაგედიის ზონაში, ოპოზიცია კი მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერაზე ფიქრობს. სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება სურს, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებენ.

"გახარია უკვე ჩამოშორდა და თუ "ლელო" შეურთდება ამ მინუსებში წასულ პარტიებს, არც ამით დაშავდება რაიმე. რაც მეტ უმსგავსობას ჩაიდენს ოპოზიცია, ისეთ პასუხსაც მიიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში"-განაცხადა "რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×