რეზონანსი
16.08.2023

ორი დღის წინ, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იტა­ლი­ა­ში, ტა­რან­ტო­ში, ნა­გავ­საყ­რელ­ზე ახალ­შო­ბი­ლი და­ტო­ვეს. მალე გა­ირ­კვა, რომ ბავ­შვის დედა ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა იყო. იტა­ლი­ურ მე­დი­ა­ში მომ­ხდარ­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ვრცელ­დე­ბა. ტა­რან­ტოს ნა­გავ­საყ­რელ­თან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლის დედა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ის 24 წლი­საა.

ქალს 7 დღე მის­ცეს, რათა გა­და­წყვი­ტოს, და­ი­ტო­ვებს თუ არა ბავ­შვს. ქარ­თვე­ლი ქალი ამ­ბობს, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ოჯახ­ში აღ­მზრდე­ლად აიყ­ვა­ნეს და ეში­ნო­და, რომ ჩვი­ლის გამო სამ­სა­ხურს და­კარ­გავ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ცორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს კი­დევ ერთი შვი­ლი - 4 წლის ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს.

ქალი ამ­ჟა­მად ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია ტა­რან­ტოს კლი­ნი­კა "სან­ტი­სი­მა ანუნ­ზი­ა­ტას" გი­ნე­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ბავ­შვის დედა ად­გილ­ზე და­კი­თხეს. მე­დია წერს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას ჰყავს ად­ვო­კა­ტი ფრან­ჩეს­კო ზინ­ზი, რომ­ლის თქმი­თაც, ბავ­შვის მა­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

"ქალს ჰყავ­და პარტნი­ო­რი, რო­მელ­თა­ნაც ამ­ჟა­მად და­შო­რე­ბუ­ლია. ასე­ვე ჰყავს კი­დევ 4 წლის ვაჟი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. ის იტა­ლი­ა­ში მარ­ტში ჩა­მო­ვი­და, ამ დროს უკვე ორ­სუ­ლო­ბის მე-4 თვე­ში იყო. მაგ­რამ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი ახალ­შო­ბი­ლის მა­მაა", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ბავ­შვს "სან­ტი­სი­მა ანუნ­ზი­ა­ტას" სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მებ­მა და ექთ­ნებ­მა ლო­რენ­ცო და­არ­ქვეს. ჩვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. ქარ­თველ ქალს ორ­სუ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი გა­მოკ­ვლე­ვა არ გა­უვ­ლია, მაგ­რამ ის კარ­გად არის და ბავ­შვიც დრო­უ­ლად და­ი­ბა­და.

პო­ლი­ცია საქ­მეს არას­რულ­წლოვ­ნის მი­ტო­ვე­ბის­თვის ამ დრომ­დე აწარ­მო­ებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქალს ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­უ­დას­ტურ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, ის და­ა­პა­ტიმ­რონ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×