რეზონანსი
16.08.2023

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის  პაპუნა მარგველაძის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება.

„გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილი მიცვალებულებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის. დარჩენილია კურორტ შოვის ტერიტორიაზე ტერიტორიის რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში“, - განაცხადა რწმუნებულმა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 26-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×