|

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ 24,1 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მომდევნო კვირაში შესრულდება წელიწად-ნახევარი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვები, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენება, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელი... მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს. გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი, რათა გაგრძელდეს უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერა. ჩვენი ძალისხმევისა და რესურსების დახმარებით, უკრაინელებმა შეძლეს საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლა. ამის შედეგია ის, რომ რუსეთის შეჭრა სტრატეგიულ ჩავარდნად იქცა. მოვუწოდებ კონგრესს დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას", - აცხადებს ბლინკენი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|