|

შს მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მოვა და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას ხელისუფლებისგან კითხვებზე ამომწურავი პასუხები უკვე აქვს და კითხვებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში ვახტანგ გომელაურის დაბარების საკითხს.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, არამედ ის, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებული სპეკულაცია მუდმივად დღის წესრიგში ჰქონდეთ.
„ჩვენ პრობლემისთვის თვალის გასწორების არ გვეშინია, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია - ოპოზიცია ცდილობს, რომ ტრაგედიიდან რამენაირად მისი პოლიტიკური ხვალინდელი დღე გამოადნოს. ამისთვის არაფერს ერიდება. არ ერიდება არც მიცვალებულს, არც მიცვალებულის ოჯახის განცდას, არც ტრაგედიას, რომელიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა თანაბრად გაიზიარა. ამ ყველაფერზე სპეკულირებენ. გარკვეული კატეგორიის ადამიანები ჩასაფრებული არიან, რომ ტრაგედია საკუთარი ხვალინდელი დღის წარმატების საფუძვლად აქციონ და როცა ოპოზიცია ამაზე ფიქრობს, ეს სულ სხვა რამეზე მიგვანიშნებს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ოპოზიციას მომავლის პოზიტიური ხედვა არ გააჩნია და ნებისმიერი ტრაგედიის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენებას ცდილობს. მათი ასეთი დამოკიდებულებით თვითლუსტრაციას ეწევიან", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|