რეზონანსი
14.08.2023

ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო თუ არ შეეძლო. მან საკუთარი თვალით ნახა, რა მასშტაბის იყო იქ სტიქია, ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ გავრცელებული ინტერპრეტაციის შესახებ განაცხადა.

„რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, რა თქმა უნდა არავის თავგანწირვაში ეჭვი არავის ეპარება - პირიქით. გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, რომლებმაც დროულად იმოქმედეს და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს - მათ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 25-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×