რეზონანსი
14.08.2023

არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იგი გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„ესეც სპეკულაციის ნაწილია. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის. ეს არის დამატებითი სპეკულაცია და ტრაგედიის ბოროტად გამოყენება. რასაც ვხედავთ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან სიბინძურეა. პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×