
შოვში მომხდარი სტიქიიდან მე-11 დღეს, კვლავ აქტიურად გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. სტიქიის ზონაში ეძებენ 9 ადამიანს. დაკარგულებს შორის არის ზაზა მესხი შვილებთან ერთად. იდენტიფიცირებულია ზაზა მესხის მეუღლის – ალინა პოლიკოვსკას ცხედარი. ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სინტა დეპონტი მიმართვას ავრცელებს:
„ნათესავებთან მძიმე საუბარი გვქონდა; ყველანი ემოციურები ვართ და ეს საერთო გადაწყვეტილებას მიღებას არ აადვილებს. ადრეც აღვნიშნე, რომ ზოგს უნდა მომხდარის დამნაშავეების პოვნა და მათი დასჯა. ჩვენთვის ის, რაც მოხდა, არის სტიქიური უბედურება - ასეთი, რომელიც ხდება მთებში, სადაც ბუნებას უფრო დიდი ძალა ვიდრე ყველაფერს, რაც ადამიანს შეუძლია გამოიგონოს. თუ კი ქმედება თქვენთვის დაკარგვის ტკივილთან გამკლავების გზაა, ერთი მიმართულება, რომელზედაც ვფიქრობ როგორც ნამდვილად სასარგებლო, არის მხარდაჭერისა და ექსპერტიზის მობილიზება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისთვის (და ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ისინი მიიღონ და განახორციელონ).
რაც უკვე მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით... ვხედავ, რომ ზაზას ჰყავს ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნებში, და რომ ბევრ თქვენგანს სურს რაღაცის გაკეთება (ისევე როგორც სხვებს). გთხოვთ, თუ გსურთ რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, პირველ რიგში დამიკავშირდით მე კოორდინაციისთვის! გახსოვდეს, რომ ზაზას უფროსი შვილი, და დედამისი, რომელიც ასევე ორი დაკარგული ბიჭის დედაა, ისევ აქ ვართ და იცოდეთ, რომ მინდა ყველა ბავშვზე ვიზრუნო. ეს მოიცავს მათ პირად ცხოვრებაზე ზრუნვას. გთხოვთ არ გააზიაროთ მათი სახელები (სოციალური) მედიაში, და იქნებ ბავშვების სურათების დადებაც არ არის ამდენად საჭირო... მათი ამოცნობა უკვე ფოტოებით ვერ მოხდება...“, - წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი.
digest.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე