რეზონანსი
13.08.2023

მეგობრებმა ზაზას პოვნის იმედი დაკარგეს, ერთ-ერთი მათგანი სოციალური ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

„რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი. ჩვენო მეგობარო, მშვიდობით იძინე შენს შვილებთან ერთად, გპირდები, რაც ასე გტკიოდა - სამშობლო და მისი მომავალი, ზუსტად ისე გავაგრძელებთ წინსვლას ჩვენი საერთო მიზნისკენ. შენ გვიცქირე ზემოდან და გვიგზავნე იმედის სხივი შენ ადამიანობის ნიმუში იყავი და ბოლომდე დარჩი!

ემიგრაციამ დაკარგა კაცი, რომელსაც საკუთარ თავზე ძალიან უყვარდა სამშობლო. იმდენად, რომ შვილებიანად სამუდამოდ ჩაეხუტა ლამაზად მინდა გამომივიდეს გადმოვცე ჩემი დიდი ტკივილი, ლამაზად იმიტომ, რომ ზაზას ძალიან უყვარდა ყველაფერი მშვენიერი,მათ შორის სიცოცხლე!

უფალი აუცილებლად დაგიმკვიდრებს სასუფეველს, შენ - შენი ლამაზი ოჯახით და ყველა დანარჩენს, ვისაც ერთად მოგიწევთ იქ - იმიერში უკვე სამუდამოდ ერთად ყოფნა!!!

ზაზა, მშვიდობით“, - წერს ზაზა მესხის მეგობარი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×