რეზონანსი
10.08.2023

შოვში სტიქიის დროს გადარჩენილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ანასტასიას გვაცნობს, ბავშვს რომელიც შოვში სტიქიის დროს 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას.

„იცანით?

ალბათ ვერა, მაშინ ძალიან ტალახიანი იყო.... ეს ანასტასიაა ჩემი უშიშარი და მებრძოლი, ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა, ამ საშინელებას ებრძოდა, ებრძოდა და თან ხმამაღლა ტიროდა, ტიროდა და იძახდა „ღმერთო გადაგვარჩინე, არ მინდა სიკვდილი" ეს სიტყვები სულ ყურში ჩამესმის. მიყვარხარ, ჩემო უშიშარო", - წერს დავით ჯელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×