
რაჭაში მომხდარ სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კვლავ მიმდინარეობს 10-ზე მეტი დაკარგულის ძებნა-შველის სამუშაოები. დაღუპულთა შორის არის ნინო კენჭაძე. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ 2 მეგობარი სალომე ხეთაგური და გვანცა ბუბაშვილი, რომელთაც ჯერ კიდევ ეძებენ.
მაიკო ჩაგელიშვილი, რომელიც სალომე ხეთაგურის ბებიის და არის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სალომე ხეთაგურს ამ დრომდე ეძებენ.
„დედამიწას უჭის, ქვეყნებს უჭირს, ოჯახებს უჭირს, ომით, ცეცხლით წარღვნით და რა ვიცი კიდევ რით. მე კი მიჭირს ჩემი ოჯახი, ჩემი და, დისშვილი, სიძე, ახლობლები. მათი ყურება მიჭირს. მიჭირს საკუთარი ძმა, რომელიც დაკაწრული ხელებით და ფეხებით მაშველებთან ერთად ეძებს დისშვილიშვილს, რომელიც მართლა ცაში გაფრინდა სხეულიანად მგონი. კიდევ მიჭირს ამდენი ბოროტი ადამიანი ამ სივრცეში...
მიჭირს სახელმწიფო – სახელმწიფო ჩემთვის დღეს მფრინავები, მაშველები… ჯარისკაცები არიან ვინც დღე და ღამე ეძებენ ადამიანებს იმ იმედით ოჯახებს მიცვალებულები მაინც რომ დაუბრუნონ. მადლობა მათ ამისთვის. ისინი უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ… მიჭირს ყველა გარდაცვლილი და მათი ოჯახები.. მიჭირს ჩემი ბავშვობა – შოვი, უამრავი მოგონებებით, რომელიც გაქრა... ულამაზესი შოვი.
დღეს ვარკეთილის დასახლებიდან ულამაზეს კენჭაძე ნინიკოს გავაცილებთ. ბევრი ელოდა სალომეს, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს.
მენანებით. სიტყვები ვერ ამბობს ამ დარდს და მწუხარებას“, – წერს მაიკო ჩაგელიშვილი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე