რეზონანსი
10.08.2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდინარე იორში 13 წლის დათა მამუჩაშვილი დაიხრჩო. სოციალურ ქსელში, შოთო სიხარულიძე მოზარდზე უმძიმეს წერილს აქვეყნებს.

„გლოვობს ჩემი საგარეჯო. გარდაიცვალა 13 წლის დათა მამუჩიშვილი. გლოვის ზარია საგარეჯოში. ემიგრანტი დედა და მამა გამწარდა ისევ, შვილის უბედურებით.

ეჰ, გული გამიჩერდა... საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა. 

ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა პრინცის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.

ღმერთო, ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!!

სული მეწვის, გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ღმერთო ჩემო, რა უსამართლობაა.

ტრაგედია, რომელსაც სახელი არ აქვს... აქ სიტყვები ძალას კარგავენ...

მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ. მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.

უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, პატარა ანგელოზო“, - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×