
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და ამით მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით მაშველები კიდევ 10-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. მათ შორის არიან ნატო ჭელიძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი. ერთის, ლუკას ცხედარს მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მიაგნეს.
როგორც "ამბებს" ოჯახის ახლობელმა უთხრა, ძალიან მალე ცნობილი გახდება, დაღუპულებს შორის ამოიცნეს თუ არა 4 წლის ანდრია დუდაშვილი. ამჟამად მამა წასულია ექსპერტიზაზე.
"საბოლოო პასუხისთვის ველოდებით ექპერტიზის პასუხს, თუმცა, ფიქრობენ რომ 4 წლის ანდრია დუდაშვილი თმით ამოიცნეს. მამა ამჟამად ექსპერტიზაზეა წასული" - ამბობს დუდაშვილების ნათესავი.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე