რეზონანსი
09.08.2023

კოდორის ხეობის მტრისთვის ჩაბარება - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი საქმიანობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს კონტროლი კოდორის ხეობაზე და სულ ვინარჩუნებდით მასზე კონტროლს. გვქონდა ძალიან ძლიერი პოზიციები, ვიყავით ფაქტობრივად სოხუმის თავზე, წარმოდგენილი უკონტროლო ტერიტორიის შუაგულში, რაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის სტრატეგიული უპირატესობა იყო და ეს ასევე უდიდესი თავის ტკივილი იყო მტრისთვის. კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარება წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იყო სრულიად შეუძლებელი. ამის გარანტი არის თავად ამ ხეობის უნიკალური, გეოგრაფიული მახასიათებლები, ჩვენი სამხედროების თავდადება, მაგრამ კოდორის ხეობის დატოვების გადაწყვეტილება ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ, არის ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატი, ასევე საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების გეგმის განუყოფელი ნაწილი", - განაცხადა ბერაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×