რეზონანსი
08.08.2023

ქართველი მსახიობის, მერაბ ნინიძის ქალიშვილი მარიამ ნინიძე სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩნდა შვილებთან ერთად და საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოიყვანეს რაჭიდან. განსაცდელის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიჭებს და სასაზღვრო პოლიციას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ სრულიად სველები, ტალახიანები, ჩვენთან ტყე-ტყე გადმოსულები, შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ ღამე ტყეში, თავიანთი საკვები გაგვინაწილეს, სანამ ვერტფმფრენმა არ მოგვაკითხა.

გთხოვთ, დაუდასტურებელ ინფორმაციას ნუ გააავრცელებთ, გადაამოწმეთ სანდო წყაროსთან ვისაც თქვენი თვალით არ გინახავთ, იქ რა ხდება, შორიდან მარტივია ლაპარაკი"- წერს მარიამ ნინიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×