რეზონანსი
08.08.2023

აჭარაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპული 27 წლის მიშიკო აბაშიძეა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ის ბეშუმში, კვადროციკლით გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

,,გლოვობს ჩემი ხულო და ბეშუმი. გარდაიცვალა 27 წლის მიშიკო აბაშიძე. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... მზე. სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა.

დავმუნჯდი მე, ხალხო, ისეთი საცოდაობა ტრიალებს... ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ... სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×