რეზონანსი
07.08.2023

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, „ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტის, ბექა კოკაიას მიერ გამოქვეყნებულ იმ პოსტს ეხმიანება, სადაც ის აცხადებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო, ხოლო "ქართული ოცნება" რუსული პროექტია.

გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემული აქტის სქრინს აქვეყნებს და კოკაიას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება წაიკითხოს, სადაც წერია, რომ 8 აგვისტოს, როკის გვირაბის გავლით, რუსეთიდან საქართველოში ასობით სამხედრო პირი და ტექნიკა შემოვიდა.

„ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი, LGBTQ აქტივისტი ბექა კოკაია წერს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და ამ ფაქტს მოაყოლებს, რომ „ქართული ოცნება" არის რუსული პროექტი. ქვემოთ მოყვანილი მეორე სქრინი სააკაშვილის მიერ 9 აგვისტოს გამოცემული აქტია, სადაც მიშა წერს, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ბექა, შვილო, შენი ბელადის მიერ გამოცემული ბრძანებები მაინც წაიკითხე, სხვა დროს რომ მსგავს უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდე", - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×