რეზონანსი
07.08.2023

სოციალურ ქსელში რაჭაში მყოფი მაშველი სტიქიის ეპიცენტრიდან საკუთარ ძმას ემოციურ ამბებს უყვება:

„ჩემი მაშველი ძმა იწერებოდა დღეს რაჭველებზე”.

ასეთ ვითარებაშიც რომ შეძლებს ადამიანი ადამიანად დარჩენას, ალბათ ამ დროს ვხვდებით როგორი ძვირფასია მეორე ადამიანის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში.

სინამდვილეში ჩვენ ისე გვჭირდება ერთმანეთი როგორც ჰაერი, წყალი, მზე და ა.შ. ამიტომ გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, - წერს მაშველის ძმა.

ხოლო თავად რაჭაში მყოფი მაშველი კი აღნიშნავს, რომ ადგილობრივები ყველანაირად გვერდში უდგანან, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ვითარებაში არიან:

"არც ერთ მაღაზიაში ფულს არ გვართმევენ, ბიჭებს რცხვენიათ და მაღაზიაში ვერ შედიან. დღეში 10 კაცი მოდის ჩვენთან, ხან რას გვაძლევენ, ხან რას გვთავაზობენ" - წერს მაშველი თორნიკე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×