რეზონანსი
07.08.2023

რაჭის მაღალმთიან სოფელში გადასახლებულმა ახალგაზრდა ბლოგერმა, ნანა აროშიძემ 12 აგვისტოს დაგეგმილი ქორწილი გააუქმა. ამის მიზეზი რაჭაში დატრიალებული ტრაგედიაა.

„ოჯახმა დავილაპარაკეთ და რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, შოვის უდიდესი ტრაგედიის გამო, 12 აგვისტოს დაგეგმილ ქორწილის ვაუქმებთ. არანაირი ზეიმი და სუფრა, დღესასწაული აღარ გვექნება.

ეს ტრაგედია 2 კვირის ან 1 თვის შემდეგაც ასეთი მწარე იქნება და იმედია, არც არასდროს დაგვავიწყდება. არც ერთ თვეში არ მექნება იმის განწყობა, ყველაფერი თავიდან ავაწყო და ყველა თავიდან დავპატიჟო.

ჯვარს მხოლოდ ოჯახის წევრების წრეში ვიწერთ. ჩემი (ემიგრანტი) დედამთილი სანამ აქ არის, გვინდა, ჯვრისწერას დაესწროს. ამდენ ხანს ზუსტად იმიტომ გვქონდა გადადებული, რომ მთელი ოჯახი ეკლესიაში ერთად ვყოფილიყავით,“ - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია (დაღუპული) 18 ადამიანი, იდენტიფიცირებულია - 16. ეძებენ 14-ს, მათ შორის, ბავშვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×