რეზონანსი
07.08.2023

შოვ­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად 7 წლის ლუკა დუ­დაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­დას­ტურ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ნა­თე­სა­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ჯე­რე­ჯრო­ბით მაშ­ვე­ლებს არ უნა­ხავთ ლუ­კას და-ძმა და დედა, რომ­ლე­ბიც შოვ­ში, სტი­ქი­ის დროს გა­უ­ჩი­ნარ­დნენ.

"გთხოვთ, პა­ტი­ვი ეცით გარ­დაც­ვლი­ლებს და მის ახ­ლობ­ლებს. ნუ ავ­რცე­ლებთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით FB - ზე) ჯერ მხო­ლოდ ლუკა არის ნა­პოვ­ნი. ნუ მწერთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ?!", "ზუს­ტად იცით?!"

იფიქ­რეთ და ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­დით, გთხოვთ! ჩე­მით მეს­მო­და ბი­ძა­ჩე­მის გან­წი­რუ­ლი ხმა და რო­გორ ეხუ­ტე­ბო­და ნა­პოვნ ლუ­კა­ჩოს, რო­მე­ლიც სულ ეკ­ლებ­ში იყო, თქვე­ნი აზ­რით არ­ვვი­ცი ზუს­ტად? გთხოვთ, და­ფიქ­რდეთ სა­ნამ რა­მეს და­წერთ ან მოგ­ვწერთ. მად­ლო­ბა ყვე­ლას თა­ნად­გო­მის­თვის... ვეც­დე­ბი, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­გა­გე­ბი­ნოთ, რად­გან სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას ვერ გწერთ" - წერს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ნა­თე­სა­ვი.

ნატო ჭე­ლი­ძე­სა და მის სამ მცი­რე­წლო­ვან შვილს, ლუ­კას, ან­დრი­ას და ანას­ტა­სი­ას მაშ­ვე­ლე­ბი 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. მათ­გან ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ ლუ­კას პოვ­ნა შეძ­ლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×