რეზონანსი
06.08.2023

ონის მუნიციპალიტეტში, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილებს შორის არიან და-ძმა, გიორგი და სოფო ყარალაშვილები.

ინფორმაციას ახლობლები ადასტურებენ. ახალგაზრდების გარდაცვალებას ეხმაურება თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, უსამძიმრებს მის ოჯახს, თანაკურსელებსა და მეგობრებს. ასევე, ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს" - ვკითხულობთ „თსუ"-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე მოქალაქეები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ და მათთან კონტაქტზე ვერ გადიან. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×