
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განმარტა რა ეტაპზე იყო საჭირო შოვში, სტიქიის ზონაში საძიებო ღონისძიებაში ვერტმფრენის ჩართვა.
„რა თქმა უნდა, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა იყო პირველივე წუთიდან, რაც მოხდა კიდევაც. რა ღონისძიება, რა ოპერაციაც უნდა ჩაგვეტარებინა ვერტმფრენის მეშვეობით, 100%-ით შესრულდა - ძალიან მაღალი სიზუსტით, მაღალი პროფესიონალიზმით. ეს პილოტებისა და ჩვენი მეხანძრე-მაშველების დამსახურებით, რომელთა დახმარებითაც 210 მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა უშუალოდ სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე. ამის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობის შემიძლია განვაცხადო, ვერტმფრენის ჩართულობის საკითხმა გადაიწია მეორე პლანზე", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მან განმარტა, რომ ვერტმფრენები კვლავ რჩებიან სტიქიის ზონაში და საჭიროების შემთხვევაში მუშაობენ. კერძოდ, დღეს ერთ-ერთი საკომუნიკაციო კომპანიის თანამშრომლები და საწვავი ანძასთან გადაიყვანეს, რომელთანაც მისავალი გზა აღარ არსებობს.