რეზონანსი
06.08.2023

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეს, მოსკოვის ოლქში, პოდოლსკის რაიონში, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. უწყების მტკიცებით, "ტერაქტის" შედეგად არავინ დაშავებულა.

"დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა," - ნათქვამია განცხადებაში.

"თავდასხმის" გამო, "ვნუკოვოს" აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×