რეზონანსი
06.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი გააფართოეს.

მაშველები სტიქიის ზონის მიმდებარედ ათ კილომეტრში აწარმოებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ ეტაპზე მაშველები მდინარის ნაპირებზე ახორციელებენ სამძებრო სამუშაოებს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×