რეზონანსი
06.08.2023

ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში და ამ უბედურების ფონზე, რაც სამწუხაროდ დღეს გვაქვს , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია რა მდგომარეობაა ადგილზე.

„ადამიანებთან შეხვედრას რაც შეეხება - ამის არანაირი პრობლემა არ დგას. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და თქვენც გაქვთ საშუალება ნახოთ, გადაიღოთ, რა მდგომარეობაა, როგორც მუშაობს, თუნდაც მძიმე ტექნიკა, როგორ მუშაობენ ადამიანები. ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში და ამ უბედურების ფონზე, რაც სამწუხაროდ დღეს გვაქვს.

სტიქიის და უბედურების აცილება, არ ვიცი. თქვენ ნახავდით ალბათ, კადრებს სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა, იტალიაში რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალდიდობა და უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია. მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×