რეზონანსი
06.08.2023

17 ცხედრიდან 12იდენტიფიცირებულია ხოლო ხუთის იდენტიფიცირება მიმდინარეობს, - ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

"ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. ღამითაც გრძელდებოდა საძიებო სამუშაოები 17 ცხედარი აღმოჩენილია და ჩვიდმეტივე გადასვენებულია ქუთაისის პროზექტურაში აქედან 12-ის იდენტიფიცირება მოხდა, 6 პოლიციის და ექვსი ოჯახის მიერ. ხუთ მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. ხიდის აღდგენამ გაამარტივა ტექნიკის გადაადგილება. ორი მიმართულებით მიდის გზის აღდგენა და რა თქმა უნდა პრიორიტეტი აქვს მოძიებით სამუშაოებს. ამ ეტაპზე 25 ერთეული ტექნიკა მუშაობს,"- აღნიშნა ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×