რეზონანსი
06.08.2023

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი ბერიაშვილია - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და ნათქვამია, რომ ცხედარი დედამ ამოიცნო.

დავით ბერიაშვილი შოვში გიორგი და სოფო ყარალაშვილებთან ერთად იმყოფებოდა.

მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×