რეზონანსი
06.08.2023

ანა კოლ-შიმშილაშვილი შოვის ტრაგედიას ეხმიანება და შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„ანუ სულ გაგიჟდით, ხომ?

არ შეიძლება შოვში კურორტიო, მეწყერულ ზონაშიო! რას არ მოიგონებთ!!!

საუკუნეები ცხოვრობენ რაჭაში, მთაში!!! საუკუნეები!!!

შოვი არ იქნებოდა - იქნებოდა გლოლა!

თქვენი პრინციპით ვაკის პარკში ფანტანი არ შეიძლება, მთაში კურორტი არ შეიძლება!

უკაცრავად და სუნთქვა შეიძლება?

მეწყერი იყო და იქნება! აი, თქვენი მუდგომით კი დაიცალა მთა, სოფელი, რადგანაც 30 წელია უკვე პატრონი არ ჰყავს და გაჩუმდით, არც შემეპასუხოთ, არც ერთი. არც ერთ ხელისუფლებას ზემო რაჭაში, ონის რაიონში არაფერი არ გაუკეთებია! არა!

ერთი გზა გაიყვანეს და მადლობა, ბატონო, მადლობააა!!!

რა ვქნათ ახლა?

მშობიარე გვიკვდება - გინეკოლოგი არ გვყავს!

დაჭრილი გვაკვდება - საავადმყოფო არ გვაქვს!

თირკმელების უკმარისობას - დიალიზა არ გვაქვს!

სისხლის ანალიზი გვჭირდება – ამბროლაურში დავრბივართ!

დაიცალა ზემო რაჭა!

დაიცალაააა!

პატრონი არ ჰყავს!

დედა აღარ ჰყავს!!!

მაგრამ იუსტიციის სახლი გვაქვს ახალი, შუშის, ლამაზი!!! მაგრამ აი, ვისზე გავცეთ პასპორტები – აღარ დაგვრჩა! არაა!

ხოდა, ნუ გვასწავლით რაჭველებს, სადაც ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის… ბაბუა ცხოვრობდა! ზუსტად იცოდნენ სად დასახლებულიყვნენ! კურორტებიც!

მაგრამ უნდა ვიცოდეთ მოვლა, მიხედვითაც!

მანქანას რომ ყიდულობ თუ არ მოუარე, ტორმუზები გიმტყუნებს!

პ.ს.

მაგ პრინციპით მსოფლიოში ისეთი კურორტები ვიცი, კაცმა ფეხი არ უნდა დაადგას! მაგრამ ადგამენ და ყველაფერია გაკეთებული ადამიანის უსაფრთხოებისთვის“ - წერს ანა კოლ-შიმშილაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×