რეზონანსი
05.08.2023

შოვ­ში, მე­წყრის შე­დე­გად, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რი­საა გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლიც. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი წე­რენ და მას იხ­სე­ნე­ბენ.

„შენი ბოლო სი­ტყვე­ბი „უთხა­რი, რომ მე კარ­გი ვარ" - აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ტყვი, რომ სა­უ­კე­თე­სო ხარ გო­გინ";

„ჩემო გო­გინ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, აქ დიდ­გორ­ზე ვართ, ახ­ლაც რო­გორ ვე­ლო­დე­ბო­დით ამ დღეს, ახლა რა ვქნათ უშე­ნოდ, რო­გორ გვატ­კი­ნე ყვე­ლას გული", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო „სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე 25 ადა­მი­ანს ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან. შოვ­ში მაშ­ვე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია ჯა­რიც.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×