რეზონანსი
01.08.2023

ტელეკომპანია "იმედი" კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სალომე არშბამ დატოვა და ამის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მადლობას უხდის მაყურებელს ერთგულებისთვის.

"დღეს "დილის შოუს" ბოლო გადაცემა გავიდა ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ "იმედიდან" წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღე და ყველა საქმის კურსში იყო, ვიცოდი, რომ დღევანდელი დღე ძალიან რთული იქნებოდა, ასეც არის. მიჭირს, მაგრამ ვხვდები, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ ცვლილების დროა, თან რადიკალური ცვლილების. მადლობა "იმედს" ამ წლებისთვის და შესაძლებლობისთვის; მადლობა იმ იმედელებს, რომლებიც სულ გვგულშემატკივრობდნენ და ახლაც ასე გრძელდება, უდიდესი მადლობა მაყურებელს, თქვენი სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და მართლა უდიდესზე უდიდესი მადლობა ჩემს გუნდს, სუპერპროფესიონალებს და საუკეთესოებს.

ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რა ხდებოდა კადრს მიღმა და კულისებში და We did it! ეს ეტაპიც დასრულდა, იმედია, ცხოვრება უკეთეს თავგადასავლებს შემომთავაზებს. ახლა კი ცოტას დავისვენებ ტელევიზიისგან და შაბათ-კვირა ძილის დღეებად გამომიცხადებია",-  წერს სალომე არშბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×