რეზონანსი
01.08.2023

30 ივლისს, გომის მთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 1 მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა. თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი გიდი იყო და საქართველოს მოქალაქეა.

"გომის მთაზე დაღუპული გიდი კომპანია "ჯეორჯიან ჰოლიდეის" მფლობელი იყო. იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დადებითად გვახსოვს. ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და უწვრილმანეს დეტალებში ცდილობდა ყველაფრის ნახვას თუ სწავლას. უყვარდა საქართველო და დარჩა აქ. გომის მთაზე სისტემატიურად აწყობდა ტურებს. 

ტრაგედიის დღეს კი ძლიერი ნისლი იყო. მძღოლი ვერ გაუმკლავდა დაბალ ხილვადობას ალბათ... ორი „დელიკიდან“ ერთ-ერთი გომის მთიდან ჩამოსასვლელში, ხრამში გადავარდა. ქსენიას ტრავმები შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლესთან... ბაშკირი გოგონა იყო. უკრაინაში გაზრდილი. სიმშვიდე ჰქონოდეს მის სულს სასუფეველში!" - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ზურა ბაუჟაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×