
ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
"1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება.
ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ , ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით , ახალი ენერგიით", - წერს ხოფერია.
ხოფერის თქმით, ამიერიდან სამინისტროს მისი კოლეგა - ნანა გაბელია უხელმძღვანელებს/
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე