რეზონანსი
28.07.2023

„პრაიმ ჰაუსის“ მე-3 სეზონის მონაწილე სალომე უშხვანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, მას მამა გარდაეცვალა.

„დავიწყებ… ისევ მადლობით, გაცვეთილია მაგრამ ძალიან ფასობს! მძიმე დღე მქონდა, დავკრძალე ადამიანი რომელიც თან ახლო იყო თან შორი, ისეთი მწარე იყოო.

ემოციები აღარ მაქვს ღიმილი დამავიწყდა, დავიცალე. მტკიოდაა მისი მოულოდნელი წასვლა უნახავად. არ ვიყავი ისეთი როგორიც უნდა ვყოფილიყავი, ალბათ მაპატიებს ამ სიცივეს და გულგრილობას, მაპატიებს იმას რომ ვერ ვაპატიე და დავივიწყე წყენები. ვერ შევძელი პრინციპებზე გადაბიჯებაა დაა ამ ყველაფერმა ხელი შემიშალა გამომეხატა ის გამოუხატავი და ამოუთქმელი რაც მქონდა მის მიმართ..

გაეცით, გაეცით, გაეცით სიყვარულიი… მიუტევეთ ერთმანეთს, თორემ სინანული მძიმე ჯვარია სატარებლად! გაქრა ყველა დადებითი ემოცია, მოგონებაა. გამომწოვეს სიხარული და დამრჩაა სიშავე, ყველა ჩემს კუთხე-კუნჭულში, და ამდენი ბრძოლის შემდეგგ უცებ ecspecto patronum და პატრონუსის სახით მევლინებით თქვენ ვისაც გიყვარვართ და გვერდით მედექით, იმხელა ძლიერი იყო ეს დაცვა რომ დავაღწიე თავი ამ სიშავესს და თითქოს დემენტორებმაც გაფანტვა დაიწყეს!!

მადლობა თქვენ ჩემო გულიანებო! ერთად და ცალკე აღებულად მადლობას გიხდით სიყვარულისთვის და ამ მძიმე დღეების გაზიარებისთვის! უფალი გფარავდეთ !“ - წერს სალომე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×