რეზონანსი
27.07.2023

ია ფარულავამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. მსახიობი აცხადებს, რომ მისი აღიარება ღალატის შესახებ იყო პირველი პრეცედენტი საქართველოში და მსგავსი აქამდე არ ყოფილა. ამას ასე საჯაროდ არავინ არ აკეთებს.

„მინდა კიდევ ერთ ვიდეოს გამოვეხმაურო, სადაც განვაცხადე, რომ მე ვუღალატე ტარიელს. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ქალმა აღიარა თავისი ღალატი. ამას ასე საჯაროდ არავინ არ აკეთებს. არავინ არ დაიჯერა”, – თქვა ია ფარულავამ ვიდეოში.

შეგახსენებთ, გიტარისტი ტარიელ სუარი და მსახიობი ია ფარულავა დაშორდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას ტარიელ სუარმა სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა. დაშორების მიზეზი აქამდე უცნობი იყო, თუმცა ტარიელ სუარის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან გაირკვა, ია ფარულავამ მას უღალატა, რომელიც შემდეგ მსახიობმა საჯაროდ დაადასტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×