რეზონანსი
26.07.2023

პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მრავალშვილიან დედას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„ამ პატარების დედიკო არის ძალიან მძიმედ. თირკმელებში ჩირქი აქვს და ფილტვებში წყალი ჩაუდგა 

რეანიმაციაში იყო და სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა, წამლები, საკვები.

ამ ეტაპზე სოციალური დახმარებაც შეჩერებული აქვთ და ჯართს დაეძებენ ბავშვები ქუჩა-ქუჩა, რომ ჩააბარონ და პურის საყიდლად ხურდები მაინც შეუგროვდეთ…

სასწრაფოდ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, რომ დედა არ დაკარგონ ბავშვებმა.

დავეხმაროთ, გავაზიაროთ. ვისაც რა შეგვიძლია…

ახლა მათთვის ჩვენ ვართ იმედი, გადარჩენაც და ყველაფერი. 

ანგარიში კომენტარებში იქნება და თქვენი იმედი გვაქვს, მჯერა ერთად შევძლებთ და დავაყენებთ ფეხზე ბავშვების დედიკოს.

გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო ის ამბავია. ცხოვრობენ გიგანტის დასახლებაში. ყველას უდიდესი მადლობა წინასწარ“, - წერს დიკა სალაყაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×