ნაზი ბერიძე
24.07.2023

წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო ზაგრებში, - ამის შესახებ ხორვატიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილმა ხორვატ კოლეგას, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს მადლობა გადაუხადა, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს.

„მიხარია ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ანდრე პლენკოვიჩთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს. საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტოიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი",-აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრათან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით -ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო."

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება იქნება.

„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგს მიაღწია კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და ვხედავთ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს. გაწევრიანებულიყო ევროკავშირში და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება. თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, არის ის ხელშესახები მიღწევები, რაც ჩვენმა მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

„გასულ წელს ევროპულმა ლიდერებმა, მათ შორის, ხორვატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა უპრეცენდენტო მუხტი ამ გზაზე. ერთი წელი და მეტიც გავიდა ამ ისტორიული მომენტიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში კი ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენს კანდიდატობის სტატუსს ეხება,

„ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.

„ეს არის ხანგრძლივი, თუმცა, კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო" - განაცხადა პრემიერმა

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში.

„საქართველო რჩება ერთგული ევროკავშირისა და სანდო პარტნიორი მისი. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა.

„საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარებაში, რადგან რეგიონალური ენერგოტრანზიტი, საქონლის ტრანსპორიტების და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია" - განაცხადა ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიაში ხორვატიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი საქართველოში გამანადგურებელი იყო.

პრემიერმა ხორვატიას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

„რა თქმა უნდა, საქარტველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ჩვენ ბრუტალური ომი გვქონდა, რომელიც ჩვენთვის გამანადგურებელი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს სართაშორისო დღის წესრიგში და ხანგრძლივი მშვიდონა დამყარდეს საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×