რეზონანსი
23.07.2023

ჟურალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალური ქსელის საშუალებით იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან მათ მშობლიურ ენაზე საქმიანი ურთიერთობების დამყარებას ცდილობს.

„როცა შენს ქვეყანაში, გასაყიდად გამოტანილ სახლებს, ეზო კარს, რესტორანს, კაფეს, სასტუმროს, მაღაზიას კლიენტების მოსაზიდად რუსულ ენაზე უკეთებ წარწერას, ამით ნებაყოფლობით კარს უღებ და ეპატიჟები მტრებს, ოკუპანტებს, დამპყრობლებს, მკვლელებს..

და ვინ გაიძულებს ამას საკუთარი სტომაქის გარდა, ვინ? შენი თავმოყვარეობა და ეროვნული ღირსება გრამოფონშია!!!

"გასტიპრიიმსტვა" არ დაგავიწყდეთ და "დაბრო პოჟალოვათ"!" - წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციაურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×