რეზონანსი
19.07.2023

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ქუთაისის აეროპორტი", ასევე, ,,ბათუმის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 39 339,81 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის ი. ა.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. პაკისტანის მოქალაქეს მ.ა-ს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4751,81 ლარი შეეფარდა, ხოლო ერთ-ერთი კომპანია 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 10372 ლარით დაჯარიმდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×