რეზონანსი
18.07.2023

თბილისში დაკარგული 22 წლის ახალგაზრდის, ლუკა ლაცაბიძის ოჯახის ახლობელი, ელა ლაცაბიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„ვავრცელებ ლუკას მეგობრების ინიციატივით და მეც ვუერთდები:

„ბოლო ინფორმაციით, რომელიც ლუკა ლაცაბიძის დედამ მოგვაწოდა: დადასტურდა რომ პარასკევს ღამის 2 საათზე ლუკა თბილისის ზღვაზე წავიდა ტაქსით.

17:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე და პოლიციის გვერდით ლუკას ძებნას. მთელი ღამე მანდ ვრჩებით. გვჭირდება ნათურები. დიდი შანსია, რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი!

ყველას გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილები და დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში!" - წერს ეკა ლაცაბიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×