რეზონანსი
18.07.2023

34 წლის ასაკში გარდაიცვალა პირველი არხის სპორტის მიმართულების პროდიუსერი მარიცა კვანტალიანი. ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ოპერატორი - კახა ჯანაშვილი გამოეხმაურა და პოსტი გამოაქვეყნა.

„მარიცას, ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემი ძმაკაცის გაზრდილი შვილია. დედისერთა, უნიჭიერესი გოგონა. პირველი არხის, სპორტული რედაქციის პროდიუსერი იყო. ჯანმრთელობის დაზღვევაც ჰქონდა და უამრავი მეგობარი ჰყავდა, ჩვენი სახით.

ახლა, ვსვამ კითხვას: როგორ შეიძლებოდა, როდესაც 34 წლის, განათლებული გოგო, დადიოდა კვლევებზე, იკეთებდა ანალიზებს, სიმსივნე ვერ ეპოვათ?! 34 წლის ახალგაზრდა გოგონა, დაიღუპა იმიტომ, რომ ზოგიერთი ექიმი, ექიმი კი არა, მკითხავია! (რა თქმა უნდა, ყველა ექიმს არ მოვიაზრებ, ამაში) კვლევებზე, სადაც მარიცა დადიოდა, რა ექიმები ხართ, დროულად , როგორ ვერ დაადგინეთ, რომ ამ სიცოცხლით სავსე გოგოს მდგომარეობა, მე-4 სტადიის კიბომდე არ მისულიყო?! როგორ ვერ იპოვეთ, ამდენი ხნის განმავლობაში?!! გეკითხებით, ახლა ვინ ხართ, თქვენ?! რა გინდათ საერთოდ, პაციენტებთან, საავადმყოფოებში! ყველაფერს შეიძლება გაექცეთ, ამ ცხოვრებაში, მაგრამ იქ , უფლისგან, ვერსად წახვალთ! თქვენ , ჩვეულებრივი მკვლელები ხართ!

თქვენ, მოკალით მარიცა, თქვენი უვიცობის და უცოდინრობის გამო!", - წერს ჯანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×