
მარიკუნა მიქათაძის მოულოდნელად გარდაცვალებას მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ამ ქვეყანაში ცუდად უნდა იყო, ან აღარ უნდა იყო, რომ ვინმეს უყვარდე. აქ მაშინ გეძლევა ბედნიერების უფლება, თუ ბედნიერი ხარ.
მარიკუნაც კიდევ ერთი მაგალითია ამ ყველაფრის. ახლა ბევრ ჭორს გაავრცელებს გაბოროტებული ბრბო. რეალობა და სიმართლე კი ერთია - ეს ძალიან კეთილი, კარგი ხასიათის, უბოროტო გოგო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გადაიჩეხა და მორჩა...
ასე დამთავრდა ერთი ძალიან უბედური, მაგრამ ყველაზე კეთილი გოგოს სევდიანი ცხოვრება. ასე ხდება, როდესაც ირგვლივ კეთილგანწყობის კრიზისია, როდესაც ემპათია თვლემს.
ბოდიშს გიხდი ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ეგ ტკივილით სავსე გული კიდევ ასმაგად გატკინა,“ - დაწერა ნინი ქარსელაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე