
მამუკა და რუსო ჩაჩხიანები, რომელიც საზოგადოებამ „დილა მშვიდობისა საქართველოს" სიუჟეტიდან გაიცნო, წლების შემდეგ ცხოვრების შეცვლის შანსი მიეცათ. როგორც აღმოჩნდა, რუსო გარკვეული მკურნალობის შემდეგ ფეხზე წამოდგომას და დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, საზოგადოება ამ უსაყვარლესი წყვილის დასხმარებლად გაერთიანდა.
დღეს კი ირკვევა, რომ რუსოს მკურნალობისთვ ის საჭირო თანხა შეგროვებულია.
„ჩვენო გულით საყვარელო ადამიანებო ნაცნობებო და უცნობებო ყველანი უზომოდ გვიყვარხართ.
არ შეგვეძლო მადლიერება არ გამოგვეხატა თქვენი თანადგომის მიმართ რომელიც თქვენ ჩვენდამი გამოიჩინეთ ყველას ყველას უღრმესი მადლობა.
ღმერთმა დაგლოცოთ ამ სიკეთისთვის ამ უდიდესი სიყვარულისთვის რაც ჩვენთვის გააკეთეთ. მადლობთ რუსოს გახარებისთვის.
ღვთის მადლი არ მოაკლოს გამჩენმა ღმერთმა თქვენ და თქვენს ოჯახებს რაც მე ვერ დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა დაგლოცოთ
გვიყვარხართ", - წერს მამუკა ჩაჩხიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე