რეზონანსი
10.07.2023

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის შვილი, ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი ლიკუნა ხაჭაპურიძე ქმარს დაშორდა.

მან ამის შესახებ გამომწერებს სოციალური ქსელით შეატყობინა.

„არ აქვს მნიშვნელობა რას განიცდი ახლა, უბრალოდ განაგრძე! არასოდეს, არასოდეს არ დანებდე.

როდესაც შენ ამთავრებ ურთიერთობას, შენ არ კარგავ მხოლოდ ადამიანს, შენ კარგად გეგმებს და მოლოდინებს, შენ კარგავ ნაწილს იმისა, თუ ვინ ხარ შენ. რადგან შენი ვერსია, რომელიც სხვა ადამიანთან არსებობდა აღარ იარსებებს. 

ამიტომაც, ხარ ასეთი სევდიანი და გატეხილი, რადგან დაკარგე მეწყვილე და ამასთან ერთად შენი ნაწილიც.

შენ არა მხოლოდ გენატრება ის ადამიანი, შენ გენატრება საკუთარი თავიც“, - დაწერა მოდელმა.

ლიკუნა ხაჭაპურიძემ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში იქორწინა. მისი მეუღლე სანდრო ჭანტურია გახლდათ. 

„ყოველდღე, წინა დღეზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი. შენზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია… ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!“ - წერდა მაშინ მოდელი.

წყვილის ქორწინებამ 3 წელი გასტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×